Geoid არის მაღალი სტანდარტების გეოდეზიური კომპანია, სერთიფიცირებული გეოდეზისტებით და მაღალი სიზუსტუს მქონე თანამედროვე აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს სიზუსტესა და ეფექტურობას მიწის აზომვითი და საკადასტრო მომსახურებების ყველა მიმართულებით.
აზომვითი სამუშაოები საჭიროა, რომ ზუსტად განისაზღვროს მიწის ნაკვეთის საზღვრები ან შენობის მდებარეობა, რაც აუცილებელია სამშენებლო ან საკუთრების რეგისტრაციის პროცესისთვის
საკადასტრო ნახაზი გჭირდებათ, თუ ყიდულობთ ან ყიდით მიწას, რეგისტრირებთ საკუთრებას ან გეგმავთ ახალი მშენებლობის დაწყებას.
დაგეგმვისთვის უბრალოდ დაგვიკავშირდით და ჩვენ გავარკვევთ თქვენს მოთხოვნებს, ავუხსნით სამუშაოების პროცესს და ვათანხმებთ დროის გრაფიკს
ჩვენი გუნდი მოდის ადგილზე თანამედროვე აპარატურით, ატარებს ყველა საჭირო გაზომვას და შემდეგ ამზადებს ზუსტ ნახაზებს ან მონაცემებს.
დიახ, ჩვენ ვთავაზობთ წინასწარ ფასზე შეთანხმებას, რათა არ იყოს გაუგებრობა ან მოულოდნელი ხარჯები. უფასო კონსულტაციის დროს განვიხილავთ ყველა დეტალს და მოგაწვდით ზუსტ შეფასებას.
დაკვალვა არის პროცესი, რომლის დროსაც საჯარო რეესტრში ან უკვე შედგენილ პროექტში არსებული მონაცემები გადადის რეალურ სივრცეში. ეს გამოიყენება მიწის ნაკვეთის საზღვრების ან ნაგებობის ზუსტი პოზიციის დასადგენად
შიდა აზომვითი ნახაზი სავალდებულოა, როდესაც შენობა არ არის დარეგისტრირებული, საჭიროა იპოთეკური სესხის აღება, ფართი არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ხდება გამიჯვნა ან გაერთიანება, მიშენების რეგისტრაცია, ან ინტერიერის რეაბილიტაცია. ნახაზი ასახავს ოთახების და ტიხრების ზუსტ განლაგებას, კარ-ფანჯრების მდებარეობას და ფართობის ზომებს, რაც გამოიყენება საჯარო რეესტრში ან სხვა ორგანოებში წარსადგენად.